Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ბაკაიოკოს ტრანსფერზე გააქტიურდა

მილანი ფრანკ კესის დუბლიორის ძიებას განაგრძობს და მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჩელსის ტიემუ ბაკაიოკო გახლავთ, რომელიც როსონერის რიგებში 2018/19 წლების სეზონში იჯარის წესით უკვე თამაშობდა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ბაკაიოკო უკვე დიდი ხანია ჩელსის გეგმებში აღარ შედის და ის ლონდონს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კიდევ ერთხელ დატოვებს, თუმცა მილანს მის ტრანსფერში კონკურენციას სერია ა-ში ნაპოლი და იუვენტუსი უწევენ.

Tuttosport-ის ცნობით, მომდევნო კვირას მილანსა და ჩელსის წარმოამდგენლებს შორის ბაკაიოკოს თაობაზე მოლაპარაკებები ჩაინიშნა და როსონერი ფრანგი ფეხბურთელის იჯარით აყვანას შეეცდება, რომელსაც თავის მხრივ მილანში დაბრუნება სურს.