Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და აინტრახტი ბოლო დეტალებს აგვარებენ…

მილანი და აინტრახტი იენს პეტერ ჰაუგეს ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობენ და მოლაპარაკებები საკმაოდ პოზიტიურად ვითარდება.

რამდენიმე დღის წინ გერმანელებმა მილანს ნორვეგიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 8 მილიონი შესთავაზეს, რაზეც მილანისგან უარი მიიღეს, რადგან როსონერის ნორვეგიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 12 მილიონის მიღება სურთ.

Corriere dello Sport-ის ცნობით, აინტრახტი მზად არის წინადადება გაზარდოს და მხარეები კონტრაქტში ბონუსის სისტემაზე უკვე მუშაობენ, რომლის მიხედვითაც გერმანელებს საერთო ჯამში 12 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.