Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და ინტერი მანჩესტერის უკანახაზელით ინტერესდებიან

იტალიური წყაროების ინფორამციით, მილანი და ინტერი მანჩესტერ იუნაიტედის ცენტრალური მცველის ერიკ ბაილის ტრანსფერით ინტერესდებიან.

კოტ-დიუვარელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში მხოლოდ 45 წუთი ითამაშა და მანჩესტერულ დერბიში საკუთარ კარში გოლი გაიტანა, რის შემდეგაც ის მოედნიდან გაიყვანეს და სავარაუდოდ მისი კარიერა მანჩესტერში დასრულებულია.

Calciomercato-ს ცნობით, მანჩესტერი ფეხბურთელს 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა. მას მილანი ალესიო რომანიოლის, ინტერი კი დე ვრეი-შკრინიარის შემცვლელად მოიაზრებს.