Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და ინტერი ურუგვაელი ტალანტის ტრანსფერისთვის იბრძოლებენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი და ინტერი ბენფიკას ახალგაზრდა ფორვარდს დარვინ ნუნესის ტრანსფერით ინტერესდებიან.

22 წლის ურუგვაელი ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა, მათ შორის 2 ჩემპიონთა ლიგაზე და არაერთი გრანდის ყურადღება მიიბყრო.

ახალგაზრდა ფეხბურთელს ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, თუმცა მისი სატრანსფერო ღირებულება შედარებით დაბალია და მილანურ გუნდებს მისი გაფორმება დაახლოებით 20-25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლებათ, თუმცა დიდი კონკურენციის გადალახვა მოუწევთ.