Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და რომა ფეინოორდის ნახევარმცველით ინტერესდებიან

მილანისთვის მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნახევარმცველის გაფორმება პრიორიტეტი არ არის, თუმცა ბენასერი-კესის გამო, რომლებიც მომდევნო წლის დასაწყისში აფრიკის თასის გამო გუნდს რამდენიმე კვირა ვერ დაეხმარებიან, როსონერი ერთი ნახევარმცველის დამატებას გეგმავს.

მილანს ბოლო კვირეების განმავლობაშ რამდენიმე ფეხბურთელი დაუკავშირეს და Calciomercato-ს ცნობით, მალდინი მილანის ძველი სატრანსფერო სამიზნის, ფეინოორდის ორკუნ კოკჩუს ტრანსფერს განიხილავს.

წყაროს ცნობით, 20 წლის ნახევარმცველის მამა და მისი აგენტი რამდენიმე კვირის წინ Casa Milan-ში შენიშნეს, თუმცა მილანის გარდა ფეხბურთელის აგენტი ჯალოროსის წარმომადგენლებს შეხვდა, მაგრამ მოურინიოსთვის კოკჩუ პრიორიტეტული სამიზნე არ არის. გამოცემის ინფორმაციით, ფეინოორდი ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს ითხოვს.