Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და სასუოლო სკამაკას თაობაზე მომდევნო კვირას შეხვდებიან

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანსა და სასუოლოს შორის იტალიელი ფორვარდის ჯანლუკა სკამაკას თაობაზე შეხვედრა მომდევნო კვირის ბოლომდე გაიმართება.

წყაროს ცნობით, სკამაკას იტალიაში დარჩენა სურს, ინტერს კი, რომელიც მილანს მის ტრანსფერში კონკურენციას უწევს, ჯერჯერობით იტალიელი ფორვარდის გაფორმება არ შეუძლია და ამისთვის ფეხბურთელების გაყიდვა სჭირდება.

მილანს იმედი აქვს, რომ უახლოეს პერიოდში სასუოლოსთან სატრანსფერო ფასსა და ფორმულასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევს, რაც ზაფხულში კონკურენციას თავიდან აარიდებს.