Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და ხეტაფე ვერ შეთანხმდნენ

დღეს მილანიდან სამუ კასტილეხოს ხეტაფეში ტრანსფერზე არაერთმა წყარომ დაწერა, თუმცა როგორც ჩანს ესპანელებს როსონერის გარემარბის გაფორმება მხოლოდ იჯარით სურთ, მილანს კი 7-8 მილიონის მიღება ახლავე უნდა.

ხეტაფემ კასტილეხოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, მაგრამ Calciomecato-ს ინფორმაციით, მათ ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარა სურთ, გამოსყიდვის ვალდებულების გარეშე და შეიძლება ითქვას, რომ ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა.