Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ვლაშიჩის ტრანსფერზე კიდევ ერთ წინადადებას ამზადებს

რუსული მედიის ინფორმაციით, მილანი ცსკა-ს ფეხბურთელის ნიკოლა ვლაშიჩის ტრანსფერზე არ ნებდება და ფეხბურთელის სანაცვლოდ მოსკოველებს უახლოეს პერიოდში ახალი წინადადებით მიმართავს.

მილანს ვლაშიჩის ტრანსფერში ზენიტი უწევდა კონკურენციას, თუმცა მათ კლაუდინიო გაიფორმეს და ხორვატი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას აღარ აპირებენ, სხვა მსურველები კი 23 წლის ნახევარმცველს არ ჰყავს და მილანი ამის გამოყენებას გეგმავს.

euro-football.ru-ს ინფორმაციით, როსონერი უახლოეს პერიოდში ცსკა-ს ფეხბურთელის იჯარაზე მიმართავს, შემდგომში მისი გამოსყიდვის ვალდებულებით და იმედი აქვს, რომ ვლაშიჩის სურვილი გადამწყვეტ როლს ითამაშებს.