Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი იბრასთან და იბრას გარეშე

რა თქმა უნდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანის ბოლოდროინდელ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია, თუმცა Mediaset-მა საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა, სადაც ნათლად ჩანს, რომ ეს უფრო პიოლის მილანია, ვიდრე იბრასი.

როსონერიმ იბრაჰიმოვიჩის გარეშე 9 თამაში ჩაატარა, მათ შორის 6 მოიგო, 3 კი ფრედ დაასრულა და გუნდის საშუალო მაჩვენებელი ქულების მხრივ თითო მატჩში 2.33 იყო.

იბრასთან ერთად, მილანი ერთ შეხვედრაში საშუალოდ 2.25 ქულას აგროვებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ დიავოლო ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე დამოკიდებული არ არის. ორშაბათს მილანი რომას დაუპირისპირდება და გუნდი იმედოვნებს, რომ თავის მოგებათა სერიას კიდევ გაახანგრძლივებს.