Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი მადრიდის რეალის შემტევს უახლოვდება

გამოცემა Marca-ს მტკიცებით,როსონერი მადრიდის რეალის შემტევის,ლუკა იოვიჩის გაფორმებასთან ახლოს არის.

იოვიჩი უკვე დიდი ხანია მილანის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.სწორედ მისი მიყვანა უნდა გუნდში რალფ რანგნიკს ზლატან იბრაჰიმოვიჩის სანაცვლოდ.

გამოცემის ცნობით,სერბი ფეხბურთელი მადრიდის რეალიდან წასვლას უკვე დასთანხმდა და მილანში ფეხბურთელის აგენტს,ფალი რამადანის ელიან რომ ფეხბურთელის მილანში გადაყვანის გეგმა შეიმუშაონ.

მილანს მადრიდის რეალის მიერ მოთხოვნილი 60 მილიონი ევროს ერთიანად გადახდა არ შეუძლია,ამიტომ იტალიელები ესპანელებს 2-წლიან იჯარას სთავაზობს,შემდგომში გამოსყიდვის უფლებით,ხოლო ფეხბურთელს სეზონში ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს ჰპირდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *