Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ტომორის აღარ გამოისყიდის ?

ფიკაიო ტომორის კარიერა იტალიაში შესანიშნავად დაიწყო და მან ძირითადი შემადგენლობიდან გუნდის კაპიტანი ალესიო რომანიოლიც კი ამოაგდო, თუმცა ბოლო პერიოდში ინგლისელმა უკანახაზელმა არაერთი შეცდომა დაუშვა, რაც გუნდს ძალიან ძვირად დაუჯდა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, თუ რამდენიმე კვირის წინ როსონერი მის სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხის გადახდას გეგმავდა, ახლა უკვე ყველაფერი ასეთი ნათელი აღარ არის და თუ ჩელსი კონტრაქტში არსებულ 28 მილიონ ევროს არ შეამცირებს, მისი მილანში დარჩენა უკვე ნაკლებად სავარაუდოა…