Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ტონალისთან მიმართებაში ლოკატელის შეცდომას არ გაიმეორებს…

სანდრო ტონალის კონტრაქტში არსებულმა პუნქტმა, რომლის მიხედვითაც მილანს მისი გამოსყიდვა 15 მილიონად შეეძლო, რასაც შემდგომში 10 მილიონი ბონუსების სახით დაემატებოდა, ძალა 16 ივნისს დაკარგა და სანდრო ტონალი ბრეშას დაუბრუნდა.

თუმცა, MilanNews-ის ინფორმაციით, ბრეშასა და მილანს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და მხარეები საერთო ენის გამონახვას ცდილობენ. წყაროს ცნობით, მილანი იმ შეცდომის დაშვებას, რომელიც მანუელ ლოკატელის მიმართებაში დაუშვა, აღარ აპირებს და სანდრო ტონალის ადრე თუ გვიან მაინც გაიფორმებს.

გამოცემის მტკიცებით, მილანს სერია ბ-ში გადავარდნილი ბრეშას ფინანსური პრობლემების და ტონალის როსონერის რიგებში დარჩენის სურვილის გამოყენება უნდა და დარწმუნებულია, რომ ბრეშა დათმობაზე აუცილებლად წავა.

შეგახსენებთ, რომ მილანის აკადემიის აღზრდილი ლოკატელი როსონერიმ სასუოლოში 2019 წელს 14 მილიონის სანაცვლოდ გაუშვა, ახლა კი ის აძურის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და მისი სატრანსფერო ღირებულება 45-50 მილიონი ევროა.