Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ტორინოს ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს

გუშინ გაცნობეთ, რომ რიკარდო როდრიგესის შემდეგ, ჯამპაოლოს ტორინოში კიდევ ერთი მილანის ფეხბურთელის, რადე კრუნიჩის მიყვანა სურს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანი კრუნიჩის გაშვების წინააღმდეგი არ არის და ტორინოს ფეხბურთელების გაცვლას შესთავაზებს. როსონერი ბოსნიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ტორინოს ცენტრალური მცველის, არმანდო იცოს მიღებას შეეცდება.

იცოს გაფორმება ინტერს,რომას,ფიორენტინას და ატალანტასაც სურთ. მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 20-25 მილიონი ევროა და მილანს კრუნიჩის ჩართვით იტალიელი მცველის ღირებულების შემცირება სურს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *