Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ფაივრეს გაფორმებას ადლის მსგავსი ფორმულით გეგმავს

სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ბრესტის ნახევარმცველი რომან ფაივრე, რომელიც მილანში ტრანსფერთან ზაფხულში ძალიან ახლოს იყო, როსონერის რიგებს კიდევ ერთხელ დაუკავშირეს.

Calciomercato-ს ინფორამციით, ჩაშლილი ტრანსფერის მიუხედავად ფაივრე მილანში გადასვლაზე კვლავ ოცნებობს, ამიტომ ფეხბურთელის დათანხმება პრობლემა არ იქნება.

წყაროს ცნობით, როსონერი ბრესტს იმავე პირობებს შესთავაზებს, როგორც ბორდოდან იასინ ადლი გაიფორმა, ანუ მილანი მას ახლავე გაიფორმებს, თუმცა ბრესტში სეზონის ბოლომდე დატოვებს.

გუშინ ბრესტის პრეზიდენტმა უკვე დაადასტურა, რომ შესაბამისი წინადადების შემთხვევაში ისინი ფაივრეს გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნებიან (იხილეთ აქ).