Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ფაივრეს ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს

მილანი ბრესტთან რომან ფაივრეს ტრანსფერზე მოლაპარაკებებს განაგრძობს და რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, მხარეებს შორის სხვაობა ნელ-ნელა მცირდება.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, ფრანგული გუნდი 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ თავდაპირველად 15 მილიონს ითხოვდა, თუმცა ეს თანხა 12 მილიონამდე შეამცირა და მილანის შეთავაზებულ 10 მილიონს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

Eurosport-ის ინფორმაციით, მხარეებს შრის მოლაპარაკებები წინ მიიწევს და დიდი ალბათობით ტრანსფერი კონტრაქტში ბონუსების ჩართვით დაიხურება და არც ის არის გამორიცხული, რომ მილანმა ფრანგებს ფეხბურთელის მომავალში გაყიდვის შემთხვევაში გარკვეული პროენტი შესთავაზოს, რაც პროცესებს კიდევ უფრო დააჩქარებს.