Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა მილენკოვიჩის ტრანსფერზე მოლაპარაკებები ფიორენტინასთან წამოიწყო

მილანი სიმონ კიაერის შემცვლელის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და როსონერის სახელს ყველაზე ხშირად ფიორენტინას ცენტრალური მცველის ნიკოლა მილენკოვიჩის სახელს უკავშირებენ.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, უშუალოდ ფეხბურთელის შემდეგ მილანმა მოლაპარაკებები ფიორენტინასთანაც წამოიწყო და როსონერი ცდილობს, რომ მილენკოვიჩის გაფორმება ფეხბურთელის მითითებულ გამოსასყიდ პუნქტზე – 15 მილიონზე ნაკლებად მოახერხოს.

მილენკოვიჩის ალტერნატიულ ვარიანტებად სამუელ უმტიტი და ტორინოს ბრემერი მიიჩნევიან, ასევე გაიჟღერა ვენეციაში იჯარის წესით მოთამაშე ფეხბურთელის მატია კალდარას სახელმაც, რომელმაც ფორმა დაიბრუნა და ვენეტოს მკვიდრთა რიგებში კარგ თამაშს აჩვენებს.