Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა პობეგა შესაძლოა სპეციაში დააბრუნოს

რამდენიმე საათის წინ სპეციას სპორტული დირექტორი რიკარდო პეჩინი Casa Milan-ს ესტუმრა და Tuttomercato-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის საუბარი ტომაზო პობეგას თაობაზე შედგა.

ახალგაზრდა იტალიელმა ნახევარმცველმა გასული სეზონი სპეციას რიგებში იჯარის წესით გაატარა და 20 მატჩში 6 გოლის გატანაც მოახერხა, სეზონის ბოლოს კი ის როსონერის რიგებში დაბრუნდა და სეზონისთვის მოსამზადებელ მატჩებშ თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა, თუმცა მილანი მის იჯარით გაშვებას კვლავ განიხილავს, რაც ფეხბურთელს სტაბილურ სათამაშო დროს მისცემს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, როსონერი ცოტა ხანი მოიცდის და თუ ფეხბურთელის 12 მილიონად გაფორმების სანაცვლოდ არავინ მიმართავს, პობეგა სპეციაში იჯარის წესით კიდევ ერთ სეზონს გაატარებს.