Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ჩალჰანოღლუს შემცვლელს ესპანეთში მიაგნო

როგორც ჩანს მილანი შეეგუა, რომ ზაფხულში გუნდს ჰაკან ჩალჰანოღლუ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და მისი შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო.

უკვე რამდენიმე იტალიურმა და უცხოურმა გუნდმა დაადასტურა, რომ ჩალჰანოღლუს მილანიდან წასვლა გადაწყვეტილია და ის დიდი ალბათობით წითელ ეშმაკებს შეუერთდება.

როსონერის ხელმძღვანელობას თურქი ფეხბურთელის ჩანაცვლება რეალ ბეტისის პლეი-მეიკერით, ნაბილ ფეკირით სურს. 27 წლის ფრანგი ფეხბურთელი მილანის რადარზე უკვე საკმაოდ დიდი ხანია იმყოფება. ესპანელები მას 30-35 მილიონ ევროდ აფასებენ, მაგრამ როსონერის ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურს, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით.