Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანსა და Puma-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

იტალიური წყაროების ინფორმაციით, მილანსა და Puma-ს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო.

MilanNews-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის კარგი ურთიერთობაა და ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ ხელშეკრულება, რომელიც 2023 წლის ზაფხულში იწურება, გახანგრძლივდეს.

წყაროს ცნობით, გერმანულმა ბრენდმა მილანს გასული სეზონის განმავლობაში ბონუსების ჩათვლით 13.1 მილიონი გადაუხადა და იმის გათვალისწინებით, რომ როსონერის სპორტული მიღწევები საგრძნობლად უმჯობესდება, როსონერის წარმომადგენლებს ამ თანხის მნიშვნელოვნად გაზრდა სურთ.

თუ პუმა მილანის მოთხოვნილი პირობების შესრულებას არ დათანხმდება, როსონერიმ შესაძლოა სხვა სპონსორის ძებნა დაიწყოს და უფრო მაღალი დონის ბრენდთან დაიწყოს თანამშრომლობა.