Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ბელოტის უფასოდ გაფორმება სურს ?

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი მზად არის კიდევ ერთი სეზონი მოიცადოს და ანდრეა ბელოტი 2022 წელს უფასოდ გაიფორმოს.

იტალიელ ფორვარდს ტორინოსთან ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში ეწურება და დიდი ალბათობით ის ტურინულ გუნდთან ახალ ხელშეკრულებას აღარ გააფომებს. როსონერის იმედი აქვს, რომ ბელოტისთან კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწევს და მას თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმებს.

თუმცა, წყაროს ინფორმაციით, ეს საკმაოდ სარისკო ნაბიჯი იქნება, რადგან ბელოტის გაფორმება მილანის გარდა ატლეტიკოს, ჩელსის, რომას და ნაპოლისაც სურთ და რამდენად მოისურვებს ბელოტი მოცდას, რთული სათქმელია…