Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ბოლონიას 60-მილიონიანი ტრიოს გაფორმება სურს

Calciomercato-ს ინფორმაციით, როსონერის ბოლონიას 3 ფეხბურთელის დამატება სურს, რომელთა საერთო ღირებულება 60 მილიონი ევროა.

წყაროს ინფორმაციით, როსონერის 22 წლის იაპონელი უკანახაზელი ტაკეჰირო ტომიასუ სურს, რომელსაც როგორც ცენტრში, ასევე მარჯვენა ფლანგზე შეუძლია თამაში. დანარჩენი ორი კი ნახევარმცველი მატიას სვანბერგი და მარჯვენა გარემარბი რიკარდო ორსოლინია, სამივე მათგანის ღირებულება 20-20 მილიონია.

წყაროს ცნობით, როსონერის 60 მილიონის გადახდა არ სურს და ტრანსფერში ტომაზო პობეგას და მარკო ბრეშანინის ჩართვას განიხილავს, იენს პეტერ ჰაუგე კი შესაძლოა ბოლონიაში იჯარის წესით გადაბარგდეს.