მილანს კალაბრია დაუბრუნდა
მილანის ლაზარეთიდან დღეს სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.
დავიდე კალაბრიამ, რომელმაც მენისკის ტრავმის გამო ოპერაცია გაიკეთა და ამის გამო 7 მატჩი გამოტოვა, მოედანს უბრუნდება.
იტალიელმა ფეხბურთელმა დღეს გუნდთან სრული დატვირთვით ივარჯიშა და ის თუ სასუოლოსთან არა, ლაციოსთან მატჩში როსონერის განაცხადში იქნება.