Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს პოგბას ტრანსფერამდე 1 ნაბიჯი დააკლდა…

მილანის სკაუტების ყოფილი თავკაცის მაურო ბიანკეზის თქმით, რომელიც როსონერის რიგებში 2007-17 წლებში ირჯებოდა, დიავოლოს პოლ პოგბას გაფორმების შანსი იუვენტუსამდე 8 თვით ადრე ჰქონდა.

„როდესაც პოგბა ჯერ ის პოგბა არ იყო, რომელსაც ჩვენ ახლა ვიცნობთ, მე მისი მილანში გადმოყვანა ვცადე და ადრიანო გალიანისთან ერთად ფეხბურთელის აგენტთან შეთანხმებასაც მივაღწიეთ, ეს 8 თვით ადრე მოხდა, ვიდრე ის იუვენტუსში გადაბარგდებოდა.

„თუმცა, გაუგებარი მიზეზების გამო გუნდის ხელმძღვანელობამ ბოლო წუთში ტრანსფერზე უარი თქვა, რაც როგორც აღმოჩნდა დიდი შეცდომა იყო.“

პოგბამ მანჩესტერი 2012 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და იუვენტუსს შეუერთდა, 2016 წელს კი წითელმა ეშმაკებმა ის იმ დროისთვის რეკორდული თანხის სანაცვლოდ – 105 მილიონ ევროდ დაიბრუნეს.