Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანურ დერბის ქომაგთა 100 პროცენტი დაესწრება ?

იტალიური მედიის ინფორმაციით, 16-17 ოქტომბრიდან მოყოლებული იტალიაში სტადიონებზე დასწრების უფლება ქომაგთა არა 50, არამედ 75 პროცენტს ექნებათ, თუმცა იტალიური გრანდები სტადიონების რულად გახსნას უკვე მოითხოვენ.

იტალიის მთავრობას სტადიონების 100 პროცენტით გახსნა დაახლოებით 2021 წლის ბოლოს, 2022 წლის დასაწყისში სურს, მაგრამ Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 7 ნოემბერს სან სიროზე მილანურ დერბიში შესაძლოა ქომაგების 100 პროცენტი დაუშვან, რაც ერთგვარი ექპერიმენტი იქნება და თუ გაამართლა, სტადიონები სრულად უფრო ადრე გახსნან…