Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოლაპარაკებები რამოსსა და მილანს შორის მალევე დასრულდა

ცოტა ხნის წინ El Chiringuito-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მილანს მადრიდის რეალის ლეგენდასთან სერხიო რამოსთან, რომელიც თავისუფალი აგენტი გახდა, მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა 35 წლის ფეხბურთელის ხილვა ეშმაკების მაისურით ფაქტობრივად გამოირიცხა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, რამოსი 3-წლიან კონტრაქტს ითხოვს, სეზონში კი ანაზღაურების სახით 15 მილიონი ევროს მიღება სურს, რაც მილანისთვის ზედმეტად ძვირი ფუფუნებაა და მხარეებს შორის მოლაპარაკებები სწრაფადვე დასრულდა.

წყაროს ინფორმაციით, სერხიო რამოსი დიდი ალბათობით კარიერას პსჟ-ს რიგებში გააგრძელებს.