Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მორატას გარდა, იუვენტუსი კიდევ ერთ ფორვარდს დაიმატებს

ალვარო მორატას იუვენტუსში დარჩენა ფაქტობრივად გადაწყვეტილია. ბიანკონერი ესპანელი ფორვარდის იჯარას 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივებს, მოდმევნო სეზონის ბოლოს კი მისი გამოსყიდვა 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ ექნება.

თუმცა, მაქს ალეგრის მოთხოვნით ტურინელები კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას ეცდებიამ, რომელიც მორატას ძირითადი შემადგენლობისთვის კონკურენციას გაუწევს.

Calciomercato-ს ცნობით, ყველაფერი იუვენტუსის სატრანსფერო ბიუჯეტზე და რონალდუ-დიბალას მომავალზეა დამოკიდებული, თუმცა ბიანკონერის სასურველი ფეხბურთელების სია უკვე შედგენილი აქვს.

წყაროს ცნობით, ზებრები ზაფხულში არკადიუშ მილიკის, დუშნა ვლაჰოვიჩის, მაურო იკარდის, გაბრიელ ჟესუსის და ედინ ჯეკოს კანდიდატურებიდან ერთ-ერთის დამატებას ეცდებიან.