Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მორატი:“ ინტერს კონტეს გარეშეც ნათელი მომავალი აქვს“

ინტერის ყოფილი პრეზიდენტი მასიმო მორატი გუნდიდან ანტონიო კონტეს წასვლას გამოეხმაურა.

„არ ვიცი, რა ცვლლებები მოყვება კონტეს ინტერიდან წასვლას, მაგრამ ნერაძურის რამდენიმე ადამიანის გარეშეც ნათელი მომავალი აქვს.

„ვფიქრობ, რომ სტივენ ჟანგმა ამ სიტუაციის თავიდან ასარიდებლად ყველაფერი გააკეთა, მაგრამ გუნდის შესანარჩუნებლად მათ გარკვეულ დათმობაზე წასვლა მოუწიათ.

„ინძაგის შესაძლო მისვლა ინტერში ? მე გადაწყვეტილების მიღებას ნერაძურის დირექტორებს მივანდობ და რჩევისგან თავს შევიკავებ. ახლა ჩვენ სკუდეტოს მოპოვების გამო სიამოვნება უნდა მივიღოთ.

„ზოგჯერ ცხოვრებაში არის ცვლილებები, რომლებიც თავიდან ნეგატიური გვგონია, მაგრამ საბოლოო ჯამში მას დადებითი მხარე უფრო მეტი აქვს, ვიდრე უარყოფითი.”