Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიოს რომაში კარლოს ვინისიუსის ხილვა სურს

ჟოზე მოურინიოს მოთხოვნით, რომა ზაფხულში კარლოს ვინისიუსის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს, რომელმაც ბენფიკას საკუთრებაში იმყოფება და გასული სეზონი იჯარის წესით მოურინიოს გაწვრთნილ ტოტენჰემში გაატარა, სადაც 24 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ჯალოროსი ედინ ჯეკოს შემცვლელს ეძებს, რომელიც გუნდს დიდი ალბათობით ზაფხულში დატოვებს და ბრაზილიელი ფორვარდი, რომელიც დაახლოებით 20 მილიონად არის შეფასებული, მათი ერთ-ერთ მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება.