Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიოს რომაში მანჩესტერის დუო სურს

მოურინიოს რომაში მისვლის შემდეგ, ჯალოროსის ისეთი გამორჩეული ფეხბურთელების სახელები დაუკავშირეს, როგორიც რეალის ისკო და პსჟ-ს მაურო იკარდია. როგორც ჩანს, ჯალოროსი ზაფხულში შემადგენლობის მნიშვნელოვან ცვლილებას გეგმავს და მედიაში გუნდს კიდევ 2 ვარსკვლავი დაუკავშირეს.

ამჯერად საუბარი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელებზეა, კონკრეტულად კი დონი ვან დე ბეეკსა და დავიდ დე ხეაზე.

ესპანელი კიპერის მანჩესტერიდან წასვლის შესახებ უკვე დიდი ხანია იწერება, ნიდერლანდელი ნახევარმცველი კი სოულშერის ფავორიტი ფეხბურთელი არასოდეს ყოფილა და შესაბამისი წინადადების შემთხვევაში, მანჩესტერი მის გაყიდვას აუცილებლად დათანხმდება.