Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიოს 4-კაციანი სია შეტევის გასაძლიერებლად

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიოს ისეთი ფორვარდის გაფორმება სურს, რომელიც სეზონში 30 გოლს გაიტანს და ‘გამორჩეულის’ სიაში 4 სახელი ფიგურირებს.

ჟოზე მოურინიო რომასთან ერთად წინა-სასეზონო მოსამზადებელი პერიოდის დაგეგმვას განაგრძობს და მას სურს, რომ რომამ ახალი ფორვარდი რაც შეიძლება მოკლე დროში იპოვნოს.

წყაროს ცნობით, მოურინიოს ედინ ჯეკოს გუნდში დარჩენა სურს, თუმცა მის გარდა პორტუგალიელ სპეციალისტს კიდევ ერთი ფორვარდის ხილვა უნდა. მის სიაში პრიორიტეტული სამიზნე ტორინოს ანდრეა ბელოტია, რომელსაც კონტრაქტი ტურინელებთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

მეორე ფორვარდი ზენიტის სარდარ აზმუნია, მაგრამ რუსეთში გავრცელებული ინფორამციით, ის ზენიტთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.

მოურინიოს ყურადღება მიიქცია ზალსბურგის შემტევმა პატსონ დაკამაც, რომელმაც გასულ სეზონში 42 მატჩში 34 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სიას კი 21 წლის შვედი ფორვარდი ალექსანდრ ისაკი ხურავს, რომელმაც სოსიედადის რიგებში 44 მატჩში 17 გოლი და 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.