Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ ახლა თქვით, რომ რომას ტოპ გუნდების დამარცხება არ შეუძლია…“

რომას თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ატალანტასთან მატჩზე ისაუბრა.

„ბიჭების მონდომება და მოტივაცია შესანიშნავი იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ ატალანტას წინააღმდეგ 90 წუთი ბურთს ვერ გავაკონტროლებდით და იქნებოდა მომენტები, როდესაც ჩვენ თავის დაცვა მოგვიწევდა, რაც გუნდმა შესანიშნავად გააკეთა.

„რომამ ატალანტას წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მინდა ვთქვა, რომ მსაჯმა ძალიან კარგად იმოქმედა, რადგან ატალანტასნაირი აგრესიული და ფიზიკური გუნდის თამაშის განსჯა მარტივი არ არის.

„რიკ კარსდორპს წვივის დამცავი სრულიად განადგურებული ჰქონდა და ტკივილით თამაშობდა, მაგრამ მან იცოდა, რომ ჩვენ მისი შემცვლელი არ გვყავდა, ამიტომ მსხვერპლი გაიღო და მოედანზე დარჩა.

„ხალხი გაუთავებლად ამბობდა, რომ რომას ტოპ გუნდები დამარცხებული უკვე 19 თვე არ ჰყავდა, ახლა კი იგივეს ვეღარ გაიმეორებთ.

„მე ინტერზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან მათ სერია ა-ში ახლა ბადალი არ ჰყავთ, მილანის, ნაპოლის და ატალანტას მსგავსი გუნდების წინააღმდეგ თამაში კი მხოლოდ აგრესია და ტაქტიკა საკმარისი არ არის, ასეთ გუნდებთან სრულყოფილად უნდა ითამაშო და ჩვენ ბერგამოში ეს მოვახერხეთ.

„აბრაჰამი ? მე ყოველთვის ვამბობდი, ის არის ფეხბურთელი, რომელსაც სეზონში მინიმუმ 20 გოლის გატანა შეუძლია. ჩვენი ფორვარდის საქმე მხოლოდ გოლები არ არის, რადგან ჩვენ ყოველთვის დომინანტ ფეხბურთს ვერ ვთამაშობთ და ფორვარდს სხვა საქმეებიც აქვს, თუმცა ამის მიუხედავად ტამის შესანიშნავი მაჩვენებლები აქვს და დარწმუნებული ვარ, ის კიდევ უფრო მოუმატებს.“