Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ ჩემთვის პრიორიტეტი ქულებია და არა სანახაობრივი ფეხბურთი“

ემპოლისთან მატჩის წინ, ჟოზე მოურინიომ პრეს-კონფერენცია გამართა და საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„რა უფრო მნიშვნელოვანია, შეტევაში თამაში თუ ძველი სკოლით მიღწეული შედეგი ? ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საბოლოო შედეგია. თუ შენ შემტევ ფეხბურთს თამაშობ და 5 -4 მარცხდები, ამას სჯობს, რომ დაცვაში ჩაჯდე და 0 – 0 ითამაშო.

„შეუძლებელია ჩემპიონატის მოგება, თუ შენ გუნდში საჭირო ბალანსი არ გაქვს. კარგი, შემტევი და ლამაზი ფეხბურთის თამაში ყველა მწვრთნელს სურს, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტული საბოლოო შედეგია. თუ შესაძლებელია, რომ ორივე გავაკეთოთ, ამას აუცილებლად ვიზავთ, თუმცა თუ არჩევანის გაკეთება მომიწევს, მე ქულებს ავირჩევ.

„ფეხბურთში ფუნდამენტალური ასპექტი თავის კარგად დაცვაა. ჩვენ უნდა ავაშენოთ გუნდი, რომელიც ბევრ საგოლე მომენტს ქმნის, მაგრამ ამავდროულად დაცვაში თამაშიც კარგად შეუძლია. ჩვენ ბოლო 2 გასვლით თამაში წავაგეთ იმის მიუხედავად, რომ 2 გოლი გავიტანეთ, ეს კი ცუდი ნიშანია. 6 გოლის გაშვება 2 მატჩში ზედმეტად ბევრია.

„ემპოლისთან მატჩს შესაბამისი კონცენტრაციით და მოტივაციით უნდა შევხვდეთ. ჩვენ მათი ძლიერი მხარეები კარგად ვიცით და რა თქმა უნდა, მოედანზე 3 ქულის მოსაპოვებლად გავალთ.

„იზრდება თუ არა ჩვენს მიმართ ზეწოლა დერბიში მარცხის შემდეგ ? მე მინდა ჩვენს ქომაგებს უდიდესი მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც სეზონის დაწყებიდან ჩემს და გუნდის მიმართ იჩენენ. მათ იციან, რომ ჩვენ ახალი პროექტი დავიწყეთ, რასაც დრო სჭირდება და გარკვეული სირთულეები აუცილებლად შეგვექმნება.

„პელეგრინის კონტრაქტის გახანგრძლივება ? ეს ორივე მხარესთვის სწორი გადაწყვეტილებაა, ის გუნდის კაპიტანი და მნიშნელოვანი ფეხბურთელია.“