Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლიმ მერტენსს ახალი კონტრაქტი შესთავაზა

იტალიური წყაროების ინფორამციით, ნაპოლი მზად არის დრის მერტენსს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს, თუ ის ელფასის შემცირებას დათანხმდება.

მერტენსის მიმდიანრე კონტრაქტი ნაპოლისთან სეზონის ბოლოს იწურება და მის ხელშეკრულებაში არსებული პუნქტის მიხედვით, პარტენოპეის ხელშეკრულების გახანგრძლივება კიდევ ერთი სეზონით შეუძლია, მაგრამ Calciomercato-ს ცნობით, გუნდი ამ პუნქტის ამოქმედებას არ აპირებს.

წყაროს ცნობით, ამის ნაცვლად ნაპოლი მზად არის მერტენსს 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, თუ ის ხელფასის შემცირებას 5 მილიონიდან 2.5 მილიონამდე დათანხმდება.