Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლის ორივე კიპერი ტრავმირებულია, პარტენოპეი მირანტეს დამატებას გეგმავს

ნაპოლის კარის დარაჯმა დავიდ ოსპინამ კოლუმბიაში თამაშისას ტრავმა მიიღო, რის გამოც შესაძლოა ნაპოლის ანტონიო მირანტეს დამატება მოუხდეს.

გუნდის პირველმა კიპერმა ალექს მერეტმა ტრავმა ჯენოასთან მატჩის როს მიიღო და ის რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს, ოსპინამ კი დაზიანება ბოლივიას წინააღმდეგ თამაშისას მიიღო და პარტენოპეი მეკარის გარეშე დარჩა.

იმის გამო, რომ იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა, ნაპოლის მხოლოდ თავისუფალი აგენტების დამატება შეუძლია, 38 წლის ანტონიო მირანტე კი, რომელსაც რომასთან კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა, ერთ-ერთი მთავარი ვარიანტია…