Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი და ლაციო ზაფხულში იკარდის გაფორმებას ეცდებიან

მიმდინარე სეზონის ბოლოს ნაპოლი და ლაციო პსჟ-ს არგენტინელი ფორვარდის მაურო იკარდის გაფორმებას შეეცდებიან.

იკარდი, რომელიც პარიზული გუნდის გეგმებში უკვე დიდი ხანია აღარ შედის, სეზონის ბოლოს იტალიაში დაბრუნებას გეგმავს და მისი გაფორმების მთავარი კანდიდატები სწორედ ნაპოლი და ლაციო იქნებიან.

Calciomercato-ს ცნობით, პსჟ მზად არის 29 წლის ფორვარდი დაახლოებით 25-30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისოს.