Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ონანას შემდეგ, ინტერი კიდევ ერთი თავისუფალი აგენტის განაღდებას ცდილობს

ინტერმა მომდევნო სეზონისთვის აიაქსის კიპერის ანდრე ონანას უფასოდ დამატება უკვე გაინაღდა, თუმცა ნერაძური ამაზე გაჩერებას არ აპირებს და კიდევ ერთ პოტენციურ უფასო ტრანსფერს უმიზნებს.

FcInterNews-ის ინფორმაციით, ამჯერად ინტერის დირექტორმა ბეპე მაროტამ თვალი გლადბახის 27 წლის გერმანელ მცველს მატიას გინტერს დაადგა.

წყაროს ცნობით, ნერაძურის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ და მსოფლიო ჩემპიონი სტეფან დე ვრეის ან მილან შკრინიარის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება, რომლებსაც ინტერთან კონტრაქტები 2023 წლის ზაფხულში ეწურებათ.