Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: იუვენტუსმა არტური 3 თვით დაკარგა

ტურინის იუვენტუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ არტურ მელოს მარჯვენა ფეხზე ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც ის მინდორს დაახლოებით 3 თვით დაემშვიდობება.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხზე დაზიანება მიმდინარე წლის თებერვალში მიიღო და იუვენტუსის სამედიცინო შტაბი დაზიანების მკურნალობას ინტენსიური თერაპიით ცდილობდა, თუმცა სამწუხაროდ ქირურგიული ჩარევა გარდაუვალი გახდა.