Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: მაკკენი იუვენტუსის ფეხბურთელია

უესტონ მაკკენმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და იუვენტუსს 4.5 მილიონის სანაცვლოდ იუვეს იჯარის წესით შეუერთდა. ტურინელებს მისი გამოსყიდვა შალკედან 18 მილიონ ევროდ შეეძლებათ და სხვადასხვა ბონუსებით შესაძლოა ამ თანხას კიდევ 7 მილიონი დაემატოს.

Sky Sport Italia-ს მტკიცებით, თუ მაკკენი მომავალ სეზონში იუვენტუსის მატჩების 60 პროცენტში მაინც მიიღებს მონაწილეობას, ფეხბურთელის გამოსყიდვა სავალდებულო გახდება.

ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:

„იუვენტუსმა შალკესთან უესტონ მაკკენის იჯარაზე შეთანხმებას მიაღწია და 1-წლიან იჯარაში 4.5 მილიონს გადაიხდის.

„შეთანხმების დეტალები: იუვენტუსს ფეხბურთელის გამოსყიდვა 18.5 მილიონის სანაცვლოდ შეეძლება, ფეხბურთელის პირადი მიღწევებიდან გამომდინარე კი ამ თანხას მაქსიმუმ 7 მილიონი დაემატება.“

სხვათა შორის, უესტონ მაკკენი გახდა პირველი ფეხბურთელი იუვენტუსის ისტორიაში, რომელიც წარმოშობით ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *