Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: სალერნიტანა სერია ა-ში ითამაშებს…

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ 23-წლიანი პაუზის შემდეგ, სალერნიტანა სერია ა-ში ითამაშებს.

სერია ბ-დან ახლად დაწინაურებული გუნდის მფლობელი კლაუდიო ლოტიტო გახლავთ, რომელიც პარალელურად ლაციოს პრეზიდენტიცაა, სერია ა-ში კი ორი გუნდი ერთი ადამიანის ან ორგანიზაციის მფლობელობაში არ უნდა იყოს და ლოტიტოს გუნდის გაყიდვა მოსთხოვეს.

ლოტიტომ ამ მოკლე დროში მსურველების მონახვა ვერ შეძლო და იყო რისკი იმისა, რომ სალერნიტანა სერია ბ-ში დაქვეითდებოდა, მაგრამ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ კლაუდიოს შეთავაზება მიიღო, რომლის მიხედვითაც გუნდი სხვა ადამიანების მინდობილობაში გადავა, ლოტიტოს კი მისი გაყიდვისთვის 6 თვე ექნება.