Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: სამპდორიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

სამპდორიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდს დღეიდან სათავეში მარკო ლანა ჩაუდგება.

გენუური გუნდის ყოფილი პრეზიდენტის მასიმო ფერეროს დაპატიმრების შემდეგ, რომელსაც ბრალად ფინანსური მაქინაციები ედება, მან სამპდორიაში დაკავებული თანამდებობა დატოვა.

დღეს გუნდის აქციონერთა შეკრება გაიმართა და ახალ პრეზიდენტად ლანა აირჩიეს, რომელიც სამპდორიას ფეხბურთელი იყო და მათ რიგებში 133 მატჩი ჩაატარა.