Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: სევილიამ სუსო გამოისყიდა

რამდენიმე საათის წინ მოგახსენეთ,რომ თუ სევილია ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებდა,ესპანელებს სუსოს გამოსყიდვა 24 მილიონად მოუწევდათ.

სულ ცოტა ხნის წინ სევილიამ მალიორკა 2 – 0 დაამარცხა,66 ქულა მოუგროვდა და მომავალი წლის ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა,აქედან გამომდინარე მათ სუსოს შეძენა მოუწევთ.

26 წლის ფეხბურთელმა სევილიას მაისურით მხოლოდ 1 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა და რომ არა ეს პუნქტი,ნაკლებად სავარაუდოა ესპანელებს სუსოს სანაცვლოდ 24 მილიონი ევრო გადაეხადათ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *