Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ხედირა ჰერტას ფეხბურთელია

სამი ხედირამ იუვენტუსი დატოვა და ის ოფიციალურად კარიერას ჰერტა ბერილინის რიგებში გააგრძელებს.

ხედირამ იუვენტუსთან კონტრაქტი ორმაგი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და ის გერმანულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

გერმანელმა ფეხბურთელმა, რომელიც იუვენტუსს თავისუფალი აგენტის სტატუსით 2015 წელს შეუერთდა, ტურინელების რიგებში 124 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ტრავმების გამო მას 90 შეხვედრაზე მეტი გაუცდა…