Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პადოინი:“ იუვენტუსში ყოველთვის გამარჯვებას ითხოვენ, თუმცა…“

იუვენტუსის ყოფილმა ნახევარმცველმა სიმონე პადოინმა ტურინელების არც თუ ისე კარგ სტარტზე ისაუბრა.

სიმონე პადოინმა იუვენტუსის შემადგენლობაში 5 წელი გაატარა და სხვა ტიტულებთან ერთად 5 სკუდეტოს მოგებაც მოახერხა.

„ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ფაქტი, რომ სეზონის სტარტზე იუვენტუსმა ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი. გუნდში ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა, შემადგენლობას შეუერთდა უამრავი ახალგაზრდა ფეხბურთელი და თავკაცად დაინიშნა მწვრთნელი, რომელსაც გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდა.

„რა თქმა უნდა, იუვენტუსში ყოველთვის გამარჯვებას ითხოვენ და გუნდის ისტორია ამას მოწმობს, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობამ კარგად იცის, თუ რა ნაბიჯებთან არის დაკავშირებული ასეთი ცვლილებები და ისინი არც მწვრთნელზე და არც ფეხბურთელებზე დამატებით ზეწოლას არ განახორციელებენ.

„ეს შესაძლოა განვიხილოთ, როგორც გარდამავალი წელი იუვენტუსისთვის. მინდა ვთქვა, რომ პირლოს საფეხბურთო ხედვა ძალიან მომწონს და ფეხბურთელებს ეტყობათ, რომ ანდრეას იდეებს იზიარებენ.

„არც თუ ისე ძლიერი სტარტი გასაკვირი არ იყო, თუმცა ნელ-ნელა როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე სერია ა-ში შედეგები უმჯობესდება.

„რონალდუ გუნდის ლიდერი და ფენომენალური მოთამაშეა, მასთან ერთად კი კუადრადო აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ.

„ასევე იუვეს ახალგაზრდები, კიეზა, კულუსევსკი და მაკკენი შესანიშნავად ირჯებიან. ძალიან მომწონს ფაქტი, რომ იუვე ახალგაზრდა მოთამაშეებს უფრო მეტ შანსს აძლევს და ვფიქრობ, რომ მათ დიდი მომავალი აქვთ.“