Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პავანი:“ პიანიჩი იუვენტუსის წინადადებას ელოდება“

ცნობილამ იტალიელმა ჟურნალისტმა მასიმო პავანიმ მირალემ პიანიჩის სიტუაციაზე ისაუბრა.

„პიანიჩის სურვილის შესახებ ყველამ ყველაფერი კარგად იცის. ბოსნიელ ფეხბურთელს ტურინში, იუვენტუსის რიგებში დაბრუნება სურს და მისი გუნდში ხილვის წინააღმდეგი არც მაქს ალეგრი გახლავთ, მაგრამ ბიანკონერი ფეხბურთელს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმატებს, თუ მისი გაფორმება სრულიად უფასოდ იქნება შესაძლებელი.

„ამის გარდა, პიანიჩს ხელფასის საგრძნობლად შემცირება მოუწევს. იუვენტუსი მას 4 მილიონზე მეტს არ შესთავაზებს, რაც მის ამჟამინდელ კონტრაქტთან შედარებით 2-ჯერ ნაკლებია…“