Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პერიშიჩი ინტერისგან ახალი კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებას ითხოვს…

იტალიური მედიის ინფორამციით, ივან პერიშიჩი ინტერის ახალი წინადადებით კმაყოფილი არ არის და ნერაძურისგან უკეთესი წინადადების მოლოდინშია, წინააღმდეგ შემთხვევაში ხორვატი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

პერიშიჩის აგენტსა და ინტერს შორის შეხვედრა გუშინ, ნერაძურის სათაო ოფისში გაიმართა, რომელზეც ბენეამატამ პერიშიჩს 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, ხელფასის სახით კი მზად არის მას წლიურად 5 მილიონი გადაუხადოს, რაც ბონუსებთან ერთად 6 მილიონამდე გაიზრდება.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, პერიშიჩის აგენტმა ნერაძუის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ მათ უკეთესი წინადადება ერთ-ერთი დაინტერესებული გუნდისგან უკვე მიიღო და თუ იტალიელები წინადადებას არ გაზრდიან, პერიშიჩი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს…