Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პერიშიჩი ინტერს სეზონის ბოლოს დატოვებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ივან პერიშიჩი, რომელიც შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და ინტერმა გუშინ სწორედ მისი დამსახურებით იტალიის თასი მოიგო, სეზონის ბოლოს ნერაძურის რიგებს დატოვებს.

პერიშიჩის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან ზაფხულში იწურება და უკვე დიდი ხანია, რაც მხარეები ახალი ხელშეკრულების თაობაზე შეთანხმებას ვერ აღწევენ, რაზეც უკამყოფილება ღიად ხორვატმა ფეხბურთელმა იუვენტუსთან მატჩის შემდეგაც დააფიქსირა (იხილეთ აქ).

Corriere della Sera-ს ცნობით, პერიშიჩის წარმატებული თამაშის მიუხედავად, ნერაძური მისთვის მოთხოვნილი პირობების დაკმაყოფილებას არ აპირებენ და დიდი ალბათობით, 33 წლის ვინგერი გუნდს ზაფხულში დატოვებს…