Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პერიშიჩი:“ ინტერში თავს შესანიშნავად ვგრძნობ“

ინტერის ფეხბურთელმა ივან პერიშიჩმა ფიორენტინასთან მატჩსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ჩვენ წინ რთული მატჩი გველოდება, მაგრამ შეხვედრისთვის მოსამზადებლად საკმარისი დრო გვქონდა და მზად ვართ, რომ სასურველი შედეგისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ.

„ფიორენტინას ძალიან კარგი, შეტევაზე ორიენტირებული გუნდი ჰყავს, რომელსაც სათავეში შესანიშნავი მწვრთნელი უდგას, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თუ დავალებებს კარგად შევასრულებთ, უმნიშვნელოვაენსი 3 ქულის მოპოვებას შევძლებთ.

„ჩემი კონტრაქტი ? ახლა ამ თემაზე ფიქრის დრო არ არის. მე ინტერში ბედნიერი ვარ, ამ დიდებული მაისურით თითქმის 250 შეხვედრა დამიგროვდა და ახლაც კარგად მახსოვს ჩემი დებიუტი, თუ რამდენად ბედნიერი ვიყავი.

„ახლა მთავარი სეზონის საუკეთესო გზით დასრულებაა, შემდეგ კი ყველაფერს ერთად ავწონ-დავწონით და გადაწყვეტილებას მივიღებთ.

„რომელ გოლს გამოვარჩევდი ინტერის რიგებში ? იუვენტუსის კარში, 2016 წელს გატანილ გოლს.“