Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი მილანთან კონტრაქტს უახლოეს კვირეებში გაახანგრძლივებს

იტალიური მედიის ინფორამციით, მილანსა და სტეფანო პიოლის შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე სრული შეთანხმება უკვე მიღწეულია და იტალიელი სპეციალისტი ახალ ხელშეკრულებას ხელს უახლოეს პერიოდში მოაწერს.

სტეფანო პიოლი მილანში დროებით მწვრთნელად მივიდა, რომ მარკო ჯამპაოლოს მიერ რთული დანატოვარი შედარებით გამოესწორებინა, თუმცა მას შემდეგ როსონერიმ აღმასვლა დაიწყო და ვერავინ იტყვის, რომ მას ახალი ხელშეკრულება არ დაუმსახურებია.

SportMediaset-ის ინფორმაციით, სტეფანო პიოლი კონტრაქტს, რომელიც მიმდიანრე სეზონის ბოლოს იწურება, 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს და მისი წლიური გასამრჯელო 4 მილიონამდე გაიზრდება.