პიოლი:“ სკუდეტო საწყისი წერტილია…“
მილანის თავკაცმა სტეფანო პიოლიმ, რომელმაც პარმას რეგიონის ნოჩეტოს საპატიო მოქალაქის ჯილდო მიიღო, კომენტარი გააკეთა.
„მე ამ ჯილდოს მიღების გამო ძალიან ბედნიერი ვარ, ის მე ჩემს ქალაქთან კიდევ უფრო მაახლოვებს.
„უამრავი მიღებული კომპლიმენტის გამო მე ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა მე ამ ყველაფერს გუნდის უდიდესი მხარდაჭერის და ჩემი ფეხბურთელების დაუღალავი შრომის გარეშე ვერ მივაღწევდი. მე მათი მახასიათებლების ყოველთვის მჯეროდა და ბიჭებმა იმედები არ გაგვიცრუეს.
„ჩვენ გასულ სეზონში არაერთი რთული მომენტი გვქონდა, მაგრამ მათი გადალახვა შევძელით და სკუდეტო მოვიპოვეთ, რომელიც ჩვენთვის არა ფინიშის ხაზი, არამედ სასტარტო წერტილი უნდა გახდეს და განვითარება უფრო დიდი მონდომებით უნდა გავაგრძელოთ.“