Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ ფავორიტებზე საუბარს არანაირი აზრი არ აქვს, ჩვენ გასული სეზონის განმეორება შეგვიძლია“

მილანის თავკაცმა სტეფანო პიოლიმ Gazzetta dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ჩვენ გასული სეზონის სტარტიდან ვიცოდით, რომ სკუდეტოს მოპოვება შეგვეძლო და მთელი წლის განმავლობაში არსებული სირთულეების მიუხედავად, არ რწმენას არ ვკარგავდით, საბოლოო ჯამში კი საწადელს მივაღწიეთ კიდეც.

„გამარჯვებისთვის შენ გჭირდება ტალანტი, განმეორებისთვის კი ძლიერი ხასიათი, ჩვენ კი ორივე საკმარისად გვაქვს.

„ვფიქრობ, რომ მოტივაციის მხრივ ეს სეზონი ჩვენთვის უფრო მარტივი იქნება, რადგან ახლა უფრო თავდაჯერებულები ვართ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ენთუზიაზმი, განვითარებისა და ბრძოლის სურვილი, თუ ამას მოვახერხებთ მილანს გასული სეზონის მიღწევის განმეორება შეუძლია.

„იუვენტუსის და ინტერის გაძლიერება ? შენ შესაძლოა მსოფლიოს საუკთესო ფეხბურთელი იყიდო, მაგრამ მთავარი გუნდური სულისკვეთება, ორგანიზაცია და თავგანწირვაა.

„გასულ წელს ჩვენ ფავორიტად არავინ მოგვიაზრებდა, მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ფავორიტებზე საუბარს სეზონის დაწყებამდე არანაირი აზრი არ აქვს.“